02:10 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2564)
76 0 0

ცერცვაძის განცხადებით, სამედიცინო სექტორის შესაძლებლობები უსასრულო არ არის, ამიტომ ის მოქალაქეებს რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. მთავრობამ გაითვალისწინა ეკონომიკის ინტერესები, ხალხის სურვილი, ასევე ის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საარჩევნო პროცესს და ყველამ შეძლოს თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვა, და „ლოკდაუნი“ არ გამოაცხადა, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა 61 ათასს მიუახლოვდა>>

ბოლო დღეებში საქართველოში ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ, სადაც ყველა არ იცავს კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისკენ მიმართულ ზომებს, როგორიცაა პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

იმუნოლოგის განცხადებით, სამედიცინო სექტორს ჯერჯერობით აქვს რესურსი, რომ პაციენტების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს.

თუმცა, ცერცვაძე დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად კლინიკური სექტორის შესაძლებლობები უსასრულო არ არის.

ცერცვაძე მიმართავს მოქალაქეებს, თუ არ სურთ „ლოკდაუნის“ გამოცხადება, დაიცვან ელემენტარული წესები და რეგულაციები.

„არ შეიძლება უსასრულოდ კლინიკური სექტორის შესაძლებლობების გამოცდა. ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს პატივცემულ მოსახლეობას, რომ თუ ლოკდაუნი არ გვინდა და არავის გვინდა, მაშინ უნდა შევასრულოთ ის ელემენტარული რეგულაციები, რაც გაწერილია – პირბადე ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებიდან შეძლებისდაგვარად თავის არიდება და ხელების ჰიგიენა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია.

კორონავირუსით გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ექიმების ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი, გარდაიცვალა 499 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2564)

მთავარი თემები