05:29 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2654)
112 0 0

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ექიმების ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, შესაბამისი ბრძანება, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხელი მოაწერა, ძალაში 6 ნოემბერს შევიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის ახალი კორონავირუსით დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახს (მემკვიდრეს) გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 ათასი ლარის ოდენობით.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა. ისინი ბაღდათისა და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იყვნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 470), გარდაიცვალა 499 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2654)

მთავარი თემები