გამყრელიძე: პიკის პლატო რამდენ ხანს გაგრძელდება, რთული სათქმელია

გამოწერა
14 612 პაციენტიდან კლინიკებში მკურნალობს 4 670, კოვიდ-სასტუმროებში - 2 599, ხოლო 7 343 ადამიანი მკურნალობს საკუთარ საცხოვრებელ სახლში (რაც აქტიური შემთხვევების ნახევარს შეადგენს).

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დამატებით ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია, რადგან კორონავირუსის პიკი ნოემბერის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით ეს პროცესი არ გაჩერდება, ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები. უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსი უკან არ იხევს, პირიქით, ძალებს იკრებს

„პანდემია კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება. ის უკან არ იხევს და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. იგივე ჩანს ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელზეც, რასაც ვსაუბრობდით, დაახლოებით ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება, რთულია ამის პროგნოზირება“, - ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ნოემბრის სიტუაციას სეზონური გრიპის გაართულებს.

„შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება. გვექნება შემთხვევების ზრდაც. ამიტომ ყველა მათგანისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებებია - პირბადე, დისტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პიკის მოახლოების ფონზე კლინიკებში თავისუფალი ადგილების კუთხით სირთულეების შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვი9ლმაც ისაუბრა.

პოლიციის თანამშრომლები პირბადეებს არიგებენ - Sputnik საქართველო
თბილისში და კიდევ 6 ქალაქში საღამოს საათებში გადაადგილება იზღუდება

„ამ ეტაპზე, საწოლფონდის თვალსაზრისით სირთულეები არის ბუნებრივია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თავისუფალი სივრცეები ბევრი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული რგოლია ჩართული, ეს არის დროული გამოთავისუფლება და საწოლ ფონდის სწრაფი მობილობა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მაშინ, როდესაც უცხოეთში ინფიცირებულების 10-15 % საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ჩვენ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ინფიცირებულების დაახლოებით 30% არის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეისათვის ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი უკვე 3-ათასიან ნიშნულს უახლოვდება.

ამასთან, 14 612 პაციენტიდან კლინიკებში მკურნალობს 4 670, კოვიდ-სასტუმროებში - 2 599, ხოლო 7 343 ადამიანი მკურნალობს საკუთარ საცხოვრებელ სახლში (რაც აქტიური შემთხვევების ნახევარია).

 

ყველა ახალი ამბავი
0