12:50 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2505)
47 0 0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკებზე ისაუბრა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. დიდი თავშეყრები ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე 8 ნოემბერს ცესკოსთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

თბილისი „ლიდერია": ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით>>

გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს. ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

„ჩვენ ვცხოვრობთ პანდემიის პერიოდში, ასეთი დიდი თავშეყრები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ არა მეორე და მესამე დღეს, არამედ ერთი კვირის შემდეგ პერიოდში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება ეს არის ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება.

„ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ ავუკრძალავთ და არ აუკრძალავთ, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ამასთან ერთად დაცული უნდა იქნეს ის ყველა პრევენციული ღონისძიება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ  შეაჩერებს ქვეყანაში, რადგან პარლამეტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ის განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას უახლოესი წლების განმავლობაში.

გამყრელიძე პოლიტიკოსებს: დაიცავით კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი ხუთი წესი>>

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში ცხრა, მათ შორის რვა ოპოზიციური პარტია შედის. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2505)

მთავარი თემები