05:16 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2476)
239 0 0

შემოდგომის მოსვლასთან ერთად თავს იჩენს გრიპის სეზონიც, ამიტომ ზოგჯერ ძნელია განასხვავო უბრალოდ გაცივდი, თუ კორონავირუსი გაქვს. ნახეთ როგორ უნდა მიხვდეთ რა გჭირთ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვს და არ იცის, ეს გრიპია თუ კოვიდი.

„თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის“, – აღნიშნავს ექიმი.

სპეციალისტის თქმით, კოვიდს ახასიათებს ყველა ის სიმპტომი, რაც ყველა რესპირატორულ დაავადებას – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე ძალიან ძლიერად გამოხატული, სიცხე, ხველება, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ღებინება, ქვედა კიდურებში ტკივილი, გამონაყარი კანზე მოვარდისფრო, მოიასამნისფრო, განსაკუთრებით ფეხის თითებთან ახლოს.

მისივე განმარტებით, ამ დროს შეიძლება გამწვავდეს სხვა დაავადებები, რომელიც პაციენტს აქვს და პირველი გამოვლინებაც ეს იყოს. ამიტომ ექიმი გვირჩევს, „ვუსმინოთ საკუთარ თავს და, პირველ რიგში, კარგად შევისწავლოთ ის მდგომარეობა, როცა არაფერი გვტკივა და კარგად ვგრძნობთ თავს, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი ახალი სიმპტომის გამოვლენისას ჩვენი თავი შეგვიძლია შევადაროთ იმას, როცა კარგად ვგრძნობდით თავს“.

ექიმის თქმით, კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური, ერთი ყნოსვის და გემოვნების დაკარგვაა, ასევე დამახასიათებელია სუნთქვის უკმარისობა და სხვა სიმპტომები, რომელიც მეოთხე-მეხუთე, მეშვიდე დღეს იწყება, განსხვავებით გრიპისგან, როდესაც ყველაფერი პირველივე დღიდან ვლინდება.

„შეიძლება გტეხავდეთ ძვლებში, გტკიოდეთ თავი, გეხვეოდეთ თავბრუ და მეოთხე-მეხუთე დღეს დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა“, – დაწერა ნანა გეგეჭკორმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიმართეს ისეთმა პაციენტებმაც, რომელთაც კონიუნქტივიტი ჰქონდათ და კოვიდ-დადებითები აღმოჩნდნენ, სხვა სიმპტომი კი არ აღენიშნებოდათ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 51993-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 პაციენტი.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)

მთავარი თემები