ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოსწავლეებმა ოქროს მედლები მიიღეს

© photo: courtesy of Teona Gogniashviliკომაროვის სახელობის სკოლა თბილისში
კომაროვის სახელობის სკოლა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ტურნირი 2013 წლიდან ტარდება და ამ დროის განმავლობაში ქართულ გუნდებს ყველაზე მეტი ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე (IYNT) საქართველოს ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. ნათქვამია საქართველოს საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე edu.aris.ge.

საქართველოს გუნდს კომაროვისა და ვეკუას სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. ნიკა მალცევის კაპიტნობით ქართველმა მოსწავლეებმა ფინალში ხორვატიისა და შვეიცარიის გუნდებს სძლიეს, რის შედეგადაც სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული რიგით მე-8 ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

კიბერუსაფრთხოება - Sputnik საქართველო
კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს

ოქროს მედალოსანთა შემადგენლობაში ვეკუას სკოლიდან ნენე ჟვანია, ანრი დარცმელია და ლევან ლოლაშვილი ირიცხებოდნენ, ხოლო კომაროვის სკოლიდან შეჯიბრებაზე ნიკა მალცევი, ირაკლი მიროტაძე და სანდრო ვაჩნაძე გამოდიოდნენ.

აღნიშნული ტურნირი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, წარმოაჩინონ ცოდნა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), წარმატებით გადაჭრან დასმული პრობლემები და წარმოადგინონ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამასთან, მათ უნდა შეძლონ შედეგების დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.

წელს ღონისძიებაში, რომელიც 2013 წლიდან ტარდება, მონაწილეობას საქართველოდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, შვეიცარიიდან, ხორვატიიდან და რუმინეთიდან 12-დან 16 წლამდე მოსწავლეები იღებდნენ.

ქართველი მოსწავლეების პროექტი ესტონეთში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს>>

საერთაშორისო ნატურალისტთა ტურნირი თბილისში 2018 წელს ჩატარდა, სადაც გამარჯვებულ გუნდად შვეიცარია გამოავლინეს, საქართველოს გუნდებიდან კი მაშინ თავი მხოლოდ კომაროვის სკოლამ გამოიჩინა და მე-3 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდებს ამ ტურნირის არსებობის განმავლობაში ყველაზე მეტი ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული.

ყველა ახალი ამბავი
0