21:36 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (357)
50 0 0

თბილისელი მოსწავლეების გამოგონების მიზანი დაკვამლიანებული ტერიტორიიდან მეხანძრეების უსაფრთხოდ გამოსვლაში დახმარებაა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ქართველი მოსწავლეების პროექტი „ჭკვიანი ჩაფხუტი" ესტონეთში მოსწავლეთა საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.

თბილისის №175 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ჭკვიანი ჩაფხუტი" მეხანძრეებისთვის შექმნეს. მისი მთავარი ამოცანა დაკვამლიანებული ტერიტორიიდან მეხანძრეების უსაფრთხოდ გამოსვლაში დახმარებაა. „ჭკვიანი ჩაფხუტი" წინაღობას აღიქვამს და მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს.

ესტონეთის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „მოსწავლეთა კომპანიები“ ტალინში 5-11 თებერვალს იმართება და მასში ფინელი, შვედი, ინგლისელი და ლატვიელი მოსწავლეები მონაწილეობენ. გამოფენაზე საქართველოს თბილისის N175 და ბათუმის N16 საჯარო სკოლები წარადგენენ.

N175 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბრიტანული კომპანია Helmet Vision-ის მეხანძრეთათვის „ჭკვიანი ჩაფხუტი" შექმნეს, ბათუმელმა მოსწავლეებმა კი ხელნაკეთი ნივთები The smell of thread სხვადასხვა არომატიზატორებით.

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილე ქართველმა მოსწავლეებმა შეისწავლეს არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები" – „მოსწავლეთა კომპანიები" სწორედ აღნიშნული საგნის ფარგლებში ფორმირდება.

თემები:
განათლება საქართველოში (357)

მთავარი თემები