საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Ilya Moskovets / გადასვლა მედიაბანკშისამედიცინო მოწყობილობა საავადმყოფოს პალატაში
სამედიცინო მოწყობილობა საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 401 ადამიანი. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 401. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

კორონავირუსის ტესტი - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 33 459 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 289), კარანტინის რეჟიმშია 3 160, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 489 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 446 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0