11:36 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2624)
46 0 0

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 108 ადამიანი.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 522 ნიმუნიშან 97-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 56 დაფიქსირდა ზუგდიდში, 13 – მესტიაში, 9 – სენაკში, 6 – წალენჯიხაში, 5 – ჩხოროწყუში, 4 – აბაშაში, 3 – ხობში, ერთი ინფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 137 კოვიდ–პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი. სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 108 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა 381 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

თემები:
COVID-19 საქართველოში (2624)

მთავარი თემები