03:08 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
90 0 0

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ისინი იმ დრომდე გამართავენ საპროტესტო აქციებს, ვიდრე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. 

როგორც „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცესკოს შენობასთან სამართალდამცველებმა რკინის ბარიკადები განათავსეს. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ქვებს ურტყამენ. ამ დროისათვის ცესკოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება.

„არჩევნების მთავარი გამყალბებელი თამარ ჟვანია ციხეში უნდა მოხვდეს. მან ქართველი ხალხის ხმები მოიპარა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

ქართული ოპოზიციის სრული სპექტრი ხელისუფლებას 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. გუშინ პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასე განაწილდა: „ქართული ოცნება" – 48,15%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,14%, „ევროპული საქართველო“ – 3,78%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,15%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,335,  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები