საგანმანათლებლო თამაშების საერთაშორისო ჰაკათონში საქართველოც მონაწილოებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstovaციფრული ტექნოლოგიები
ციფრული ტექნოლოგიები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს — სტუდენტებს, მასწავლებლებს, მეწარმეებსა და ყველა სხვას, ვინც ციფრული განათლებით არის დაინტერესებული

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო შეუერთდება საერთაშორისო პროექტ DigiEduHack–ის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე წლის 12–13 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

DigiEduHack – ეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტის (EIT) ინიციატივაა ციფრული განათლების სფეროში ევროკომისიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი რომელიც 2019 წლიდან იმართება, განათლებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაა.

ნასა - Sputnik საქართველო
თბილისში ჰაკათონის NASA International Space Apps Challenge გამარჯვებულები დაასახელეს

ჰაკათონის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ქმნიან საგანმანათლებლო თამაშებს და იგონებენ ამოცანების გადაჭრის ორიგინალურ გზებს. ადგილობრივი ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს მიეცემა შესაძლებლობა, წარადგინოს თავისი იდეა DigiEduHack–ის ოფიციალურ საიტზე, სადაც მას საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. საბოლოო გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჰაკათონი ონლაინ რეჟიმში გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს — სტუდენტებს, მასწავლებლებს, მეწარმეებსა და ყველა სხვას, ვინც ციფრული განათლებით არის დაინტერესებული.

რაც შეეხება ჰაკათონის თემას, მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ, როგორ უნდა მოხდეს თამაშების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ვინაიდან აღნიშნული მიმართულება ამარტივებს დისტანციური სწავლების მეთოდს და ხელს უწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას.

ჰაკათონის პროცესში მონაწილეებმა უნდა შექმნან საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები და წარმოადგინონ, როგორ სეიძლება ციფრულმა თამაშებმა და ინსტრუმენტებმა გაზარდოს საზოგადოების ჩართულობა ამ დარგში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ვინაიდან გუნდებმა იდეა DigiEduHack–ის ოფიციალურ საიტზე უნდა წარადგინოს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე 8 ნოემბრამდე.

ყველა ახალი ამბავი
0