მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელების კუთხით პოზიტიურ დინამიკას ვინარჩუნებთ

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს. საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი დღემდე 19810-მა ადამიანმა დაამარცხა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი – 2906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო დღეების სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს. საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 19810-მა ადამიანმა დაამარცხა.

„გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ, დღევანდელი მდგომარეობით, ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2906 პირი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1696-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 37263-ს მიაღწია. გარდაიცვალა – 285, კარანტინის რეჟიმშია 3070, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4200 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2324 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0