თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1696-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 37263-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 19810 ადამიანი, გარდაიცვალა – 285, კარანტინის რეჟიმშია 3070, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4200 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2324 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.