03:34 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (88)
72 0 0

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესის დახმარებას, ისე სოციალურ მხარდაჭერას, 1 ნოემბრიდან იწყება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალურ ხარჯებს ოთხი თვის მანძილზე დაუფარავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

გახარიას თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე სახელმწიფო მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში სრულად დაფარავს.

„ჩვენ უკვე დავაანონსეთ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესის დახმარებას, ისე სოციალურ მხარდაჭერას. 1 ნოემბრიდან იწყება ჩვენი მოქალაქეებისთვის ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ანაზღაურება. ეს დახმარება შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზს. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს დახმარებას არ საჭიროებენ, საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუძლიათ უარი თქვან მასზე.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფო დაახლოებით 17 მლნ ლარს გამოყოფს ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფო ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარს გამოყოფს.

თემები:
საქართველოს მთავრობა (88)

მთავარი თემები