გამყრელიძე – დაევალება თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულის მიღება ყველა კლინიკას

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის საავადმყოფო
ბათუმის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ყოველდღიურად თითქმის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ყველა კლინიკას დაევალოს კორონავირუსით ინფიცირებულის მიღება და მკურნალობა.

გამყრელიძე: კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, არც დეკემბერში და არც მარტში>>

გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით კვლავ გამიჯნულია კოვიდ-ცენტრები და სხვა კლინიკები.

„გადაწყვეტილება, როგორც ვიცი, მიღებული არ არის. ჯერ კლინიკები კვლავ იყოფიან და არ ვიცი, ცვლის თუ არა მიდგომას სამინისტრო. თუმცა, დღევანდელი გავრცელების პირობებში შესაძლოა „კოვიდიანი“ პაციენტი მოხვდეს სხვა კლინიკაში. რა თქმა უნდა, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს ე.წ. ობსერვაციული განყოფილება, ეს მათი სალიცენზიო პირობაა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

გამყრელიძის განცხადებით, თუ ასეთ კლინიკაში დადგინდება ვირუსი, პაციენტის სწრაფი იზოლირება უნდა მოხდეს, შემდეგ კი გადაიყვანონ სხვაგან. ან, თუ არის იზოლირების საშუალება, იმავე კლინიკაში გაგრძელდეს მკურნალობა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 1678 მედიკოსი დაინფიცირდა

დღეს გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხალხში პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაიზარდა და თუ ის მყარად დაინერგება, მაშინ ინფიცირებულების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება.

„დღეს ვართ სადღაც 60-დან 65%-ზე პირბადის ტარების, თუ ავალთ 95%-ზე, მაშინ დარწმუნებული იყავით, ჩვენ, სულ მცირე, გავანახევრებთ ინფიცირებულთა რაოდენობას და წამოვა ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემოთ. დავიცვათ პირბადის ტარების კულტურა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჩხენკელი: გადამზადებული უფროსკურსელები ექიმებს უკვე ორშაბათიდან დაეხმარებიან>>

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ყოველდღიურად თითქმის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0