გამყრელიძე: კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, არც დეკემბერში და არც მარტში

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავიცავთ რეკომენდაციებს, ამ ინფექციას დავძლევთ და ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ით პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძე: საქართველომ „წითელ ზონაში“ გადაინაცვლა>>

გამყრელიძის განმარტებით, კვლავ ძალაშია ის მთავარი სლოგანი, რომ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: შემთხვევათა ზრდა გაგრძელდება, პიკი ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში გვექნება

„კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, არც დეკემბერში და არც მარტში, ის კარგა ხანს იქნება და ის მთავარი სლოგანი, რომ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ძალაშია. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ელემენტარული წესების დაცვისკენ, როგორიცაა პირბადის ტარება, მათ შორის ღია სივრცეშიც, ჰიგიენის წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2 ათასს მიაღწია. 

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ქუჩაში პირბადის ტარება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა. თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში რესტორნები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ, მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. მანამდე ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ბათუმში.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0