22:35 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2540)
45 0 0

პრემიერის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლებად იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო დღეებში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვის ზრდა „ფრთხილი ოპტიმიზმის“ საფუძველს იძლევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

გამოჯანმრთელებულთა ბოლო დღიური მაჩვენებელი 2197-ია, საერთო რიცხვმა კი 14829-ს მიაღწია.

„ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს ამ რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებშიც მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. საქართველოში ყოველდღიურად ასევე იზრდება კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, თუმცა, სხვებთან შედარებით, ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა უკეთესად გამოიყურება, აღნიშნა გახარიამ. 

საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, პირბადის ტარება და დისტანცია ვირუსთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლებად იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, გარდაიცვალა – 253, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2540)

მთავარი თემები