04:47 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
48 0 0

პარლამენტის თავმჯდომარე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ონლაინ–შეხვედრა გამართა, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თალაკვაძემ შეხვედრა ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებთან ონლაინ–შეხვედრის ფორმატში გამართა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ემიგრანტებს ხელისუფლებისა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე.

„მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია. საქართველო მზად არის თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, ჩვენი გუნდი კი – ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად“, – განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენი დამსახურება ქვეყნის წინაშე წარმოუდგენლად დიდია, რადგან საქართველოს მთელ მსოფლიოს საუკეთესო კუთხით აცნობთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეხვედრაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი მაია ბითაძე მონაწილეობდნენ. 

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიოს 38 ქვეყანაში 57 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა უკვე შექმნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი.

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობას. ამისთვის საჭიროა მათ პირადი მონაცემები მითითებულ გვერდზე შეიყვანონ, ისინი უცხოეთში საკონსულოს აღრიცხვაზე უნდა იყვნენ. 

ცესკომ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით საარჩევნო უბნების სხვადასხვა ქვეყნებში გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში (5), აშშ-ში (4), უკრაინაში (3), აზერბაიჯანში (3), გერმანიაში (3) და თურქეთში (3).

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები