COVID-19 VS არჩევნები: ეშინიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლის? – ვიდეო

გამოწერა
მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, ეშინიათ თუ არა ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსის გამო არჩევნებზე წასვლის.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩევლები 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული სისტემით, 30-ს კი - მაჟორიტარულით.

გარდა ამისა, ცალკეული რეგიონების მკვიდრები აირჩევენ მერებსა და რაიონული საკრებულოების დეპუტატებს. აჭარაში ამავე დღეს გაიმართება უზენაესი საბჭოს არჩევნებიც.

ამავდროულად, COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 2 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0