მეზვრიშვილი: ქვეყანაში სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

© Government of Georgiaნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 30303-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ქვეყანაში მასშტაბური არა, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

მეზვრიშვილის განმარტებით, ქვეყანაში დღეს შექმნილი ეპიდვითარების პირობებში მხოლოდ წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვები განხორციელდება. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ელემენტარული წესების დაცვისკენ, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი – ერთი მხრივ დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ კი ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის რესურსი. სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია. 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა. თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში რესტორნები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ, მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. მანამდე ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ბათუმში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 30303-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0