09:46 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
23301

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თქმით, სამართალდამცველმა ორგანოებმა თავდასხმის დეტალების შესახებ მათგან გაიგეს და ტელეკომპანია ჯერჯერობით ინფორმაციას სწორედ შსს-ს თხოვნით არ ასაჯაროებს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც გუშინ დაუკავშირდა პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა, ამტკიცებს, რომ ფლობს ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე და დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისათვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი ერთ-ერთი მძევლის – ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.

„ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, ისინი საერთოდ არაფრის აზრზე არ იყვნენ. ვიცით როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტში. დღეს, პოლიციის თხოვნით, ამ ყველაფერზე საჯაროდ არ ვისაუბრეთ. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და, იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება“, – დაწერა გვარამიამ საკუთარ Facebook-გვერდზე. 

მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე მოხდა, ქვეყანაში დანაშაულის პოლიტიკურ ქვეტექსტზე დაიწყო საუბარი. მაგალითად, ზუგდიდში, შემთხვევის ადგილზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა გამოჩნდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მძევლებს ჩაანაცვლებდა. გარდა ამისა, რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაში დაადანაშაულეს.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში“ ოპოზიციის განცხადებებს პოლიტიკური მაროდიორობა უწოდეს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეული ოპოზიციური ძალები ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცადნენ. მან ასევე შემაშფოთებელი და დანაშაულებრივი უწოდა მასმედიის ქმედებას, რომელმაც ბოროტმოქმედს მოთხოვნების წამოსაყენებლად პირდაპირი ეთერი დაუთმო.

ამასთან, სოციალურ ქსელში გაჩნდა ზემოხსენებული მძევლის ირაკლი კვარაცხელიას ფოტოები, გადაღებული საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რაც საზოგადოებაში მითქმა–მოთქმის საგანი გახდა.

თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)

მთავარი თემები