შრომის ინსპექციამ წესების დარღვევისთვის 12 ობიექტი დააჯარიმა

გამოწერა
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შრომის ინსპექციის მიერ ასევე შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და საცალო და საბითუმო ვაჭრობის 185 ობიექტი. მათ შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში 22:00 საათის შემდეგ მუშაობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ 12 ობიექტი დააჯარიმა, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ. 

თბილისი „ლიდერია“: ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით>>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ თბილისში, ქუთასში, ბათუმსა და მცხეთის მუნიციპალიტეტში რესტორნებისა და ღამის კლუბების მუშაობაზე შეზღუდვები დააწესა – მათ 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურება ეკრძალებათ.

კაფე მცხეთაში - Sputnik საქართველო
რესტორნები მცხეთაშიც 22:00 საათიდან დაიკეტება

„ეპიდემიოლოგიური ვითარებიდნ გამომდინარე რამდენიმე მსხვილ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტშიც შრომის ინსპექციამ აქტიურად განახორციელა მონიტორინგი შეზღუდვების აღსრულების მიმართულებით და საღამოს 10 საათიდან გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რაზეც გაკეთდა შესაბამისი რეაგირება და ობიექტები დაჯარიმდნენ 10 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის თქმით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე დააფიქსირეს სამი ობიექტი, რომლებიც დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდნენ გარკვეულ აქტივობებს. ვინაიდან შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოახდინა რეაგირება და ამ ობიექტების მიმართ უკვე სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო.

იცავენ თუ არა ბარები და რესტორნები ახალ წესებს – შრომის ინსპექციის მონიტორინგი>>

ბექა ფერაძის თქმით, გარდა ამისა, უწყების მიერ აქტიურად ხორციელდება მონიტორინგი ბაზრებზე და ბაზრობებზეც. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და საცალო და საბითუმო ვაჭრობის 185 ობიექტი, ისინი გააფრთხილეს და მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

რესტორნები და კაფეები თბილისში - Sputnik საქართველო
„ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა, ცეცხლს ვეთამაშებით!“ – ამირან გამყრელიძე

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, ამ ობიექტებისთვის ეს არ არის პირველი გაფრთხილება და არც პირველი შემოწმება.  

„ჩვენ ბაზრებზე გეგმურად, პერიოდულად, თვეში რამდენჯერმე ვახდენთ მსგავსი ტიპის შემოწმებებს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მიუხედავად ეპიდვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა არ გეგმავს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროვავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21208-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0