00:13 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2518)
89 0 0

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 172-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 337-ით გაიზარდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისს უკავშირდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 369, იმერეთი – 295, ქვემო ქართლი – 76, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 66, მცხეთა-მთიანეთი – 23, შიდა ქართლი – 23, კახეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 18, გურია – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11 033 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1520 პაციენტი თბილისის კლინიკებშია მოთავსებული, 657 კი აჭარაში.

372 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 78 პაციენტი. კოვოდ–სასტუმროებში მოთავსებულია 1772 ადამიანი, ბინაზე მკურნალობს 6 544 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 172-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი – გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 9003 შეადგინა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2518)

მთავარი თემები