„დარეკეთ მხოლოდ მაშინ, როცა...“ – უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

© Facebook / photo: courtesy of Giorgi Kvirikashvili112–ის სამსახური რუსთავში
112–ის სამსახური რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებით, 112-ში 24 საათის განმავლობაში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც მუშაობის პროცესს აფერხებს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი სთხოვს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკონ 112-ზე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებაში.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა>>

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 112-ს კორონავირუსის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თითოეულ მოქალაქეს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემა.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში 24 საათის განმავლობაში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ, როცა წამები გადამწყვეტია, ის შეიძლება ვერ დაგვიკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, კორონავირუსის პანდემიამდე ცენტრში 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 13000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი ოპერატორები 18000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.

პოლიცია მეტროს მგზავრების შემოწმებას აგრძელებს - Sputnik საქართველო
პოლიცია მეტროს მგზავრების შემოწმებას აგრძელებს: დაიცავით კოვიდუსაფრთხოების წესები!

„დარეკეთ მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან. 112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსის მართვის პროცესში დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებსა და დაშვებებზე დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს – 144“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0