18:58 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2498)
173 0 0

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მეტი – 425 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში თბილისში დაფიქსირდა. სულ ბოლო 24 საათში 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 19857-ს მიაღწია.

რესტორნები მცხეთაშიც 22:00 საათიდან დაიკეტება>>

უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

არსებული სტატისტიკით, 372 ინფიცირებულია იმერეთში, აჭარაში – 193. გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 64, მცხეთა-მთიანეთში – 18, კახეთში – სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ცხრა, სამცხე-ჯავახეთში – ასევე ცხრა შემთხვევა.

„აქედან მძიმე 341 პაციენტია, მათ შორის 172 – თბილისში, აჭარაში – 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღევანდელი მდგომარეობით, გვყავს 75 პირი. მათ შორის თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 10. 1672 პირი განაწილებულია კოვიდ-სასტუმროებში, საიდანაც 1079 არის აჭარაში, ხოლო 449 – თბილისში. 5670 ადამიანი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს", – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, ამჟამად საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4726 პირი, აქედან თბილისში განაწილებულია 1005, აჭარის რეგიონში – 2337, თვითიზოლაციაშია 21962 პირი, მათ შორის თბილისში – 3798, აჭარაში – 8821, იმერეთში – 3369.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა 158 პაციენტი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2498)

მთავარი თემები