რესტორნები მცხეთაშიც 22:00 საათიდან დაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფე მცხეთაში
კაფე მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, ღამის 10 საათიდან რესტორნებისა და კაფეების მუშაობა მცხეთაშიც იკრძალება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები მუშაობას შეწყვეტენ, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

იცავენ თუ არა ბარები და რესტორნები ახალ წესებს – შრომის ინსპექციის მონიტორინგი>>

რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. გუშინ აღინიშნა, რომ თბილისში რესტორნების დაკეტვის გამო მოქალაქეებმა მცხეთაში გადაინაცვლეს.

რესტორნები და კაფეები თბილისში - Sputnik საქართველო
„ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა, ცეცხლს ვეთამაშებით!“ – ამირან გამყრელიძე

„როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ის რეჟიმი ამოქმედდება, რაც არის ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე რესტორნებთან მიმართებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბათუმში რესტორნების მუშაობის გრაფიკი კიდევ უფრო ადრე შეიზღუდა.

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძალიან გაიზარდა. დღეს ახალი 1194 შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, მათ შორის ბოლო 24 საათში – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0