თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება.

ინფიცირებულთა თაობაზე ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრებს დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს. 

მგზავრები ავტობუსის გაჩერებაზე - Sputnik საქართველო
როდის ითვლება პირი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად: ინფექციონისტის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ბერიძის განცხადებით, საზოგადოება ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.

„დღეიდან სტატისტიკის შესახებ განცხადებებს მთავრობა გააკეთებს. თემის აქტუალურობის შესაბამისად ინფექციონისტები და კლინიკის ხელმძღვანელობა ბრიფინგებს პერიოდულად გამართავენ", – განაცხადა ბერიძემ.

19 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1186-ით გაიზარდა და 18663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0