19:45 14 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
114 0 0

ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს ვირუსისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალების – პირბადის გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქეიფებმა 22:00 საათის შემდეგ თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა.

„ეს ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს“: ხუთი მთავარი რჩევა ეპიდემიოლოგებისგან>>

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ვირუსისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალების – პირბადის გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, ეპიდემია ახლა „გახურებად“ ფაზაშია შესული და ეს არ დამთავრდება ერთ თვეში და ორ თვეში, ანუ შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და შედარებით რთული ზამთარი გვექნება.

„ვთქვით ბევრჯერ, რომ პირბადეზე უკეთესი არაფერი არაა. ყველაზე უკეთ იცავს. შინ და გარეთ ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა მივეჩვიოთ. დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფმა 22:00 საათის შემდგომ გადაინაცვლა თბილისიდან მცხეთაში და ა.შ. ამის კეთება არ შეიძლება! ძალიან გთხოვთ, ვეთამაშებით ცეცხლს!“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდა.

წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება – დღეს 1186-ით გაიზარდა და 18663-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები