„ეს ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს“: ხუთი მთავარი რჩევა ეპიდემიოლოგებისგან

© Sputnik / Vladimir Umikashviliძეგლი თბილისში პირბადით
ძეგლი თბილისში პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ამ რეკომენდაციების დაცვით როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის შემთხვევების შემცირებაა შესაძლებელი.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ხუთი მთავარი რეკომენდაცია გაუზიარა, რომელთა დაცვა დაინფიცირების რისკს საგრძნობლად ამცირებს.

გამყრელიძის განცხადებით, მთელი რიგი კვლევები არსებობს, რომ პირბადის დახურულ და ღია სივრცეებში ხმარება ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები: აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში

„მობილობის შემცირება შედეგს ყოველთვის იძლევა. ამასთან, მთელი რიგი კვლევები არსებობს, რომ დახურულ და გარე სივრცეებში პირბადის მანდატორულად ხმარება ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს. თუ დღეს გვაქვს 900 შემთხვევა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მომდევნო დღეების განმავლობაში განახევრდეს. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე არა, მაგრამ დაახლოებით სამი, ოთხი, ხუთი დღის, ერთი კვირის შემდეგ, თუ ყველა ჩვენგანი პირბადეს სწორად გამოვიყენებთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ საზოგადოებას აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის ანტონიო ფაუჩის ხუთი მთავარი რეკომენდაცია გაუაზიარა და მათი დაცვისკენ მოუწოდა.

  • „ხუთი მთავარი გზავნილი ფაუჩისგან, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გავითვალისწინოთ, არის: 1. პირბადეების უნივერსალური ტარება, რასაც ხშირად ვიმეორებთ. დახურულ შენობებში მანდატორულად, სასურველია ღია სივრცეებშიც, როდესაც ინფექცია ფართოდ ვრცელდება და როცა დისტანციას ვერ ვიცავთ; 2. ერთმანეთთან ყოფნის დროს ფიზიკური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, მეტრი, მეტრ-ნახევარი, უკეთესია ორი მეტრი იყოს; 3. დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, როგორიცაა პანდემიის პერიოდში რიტუალური ღინისძიებები; 4. მცირე თავშეყრა, რაც დაშვებულია, უმჯობესია გაიმართოს მხოლოდ და მხოლოდ გარეთ და არა შიგნით, ანუ დახურულ შენობებში; 5. ხშირად ხელების დაბანა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ გრიპის შემთხვევების შემცირებაა შესაძლებელი.

ამირან გამყრელიძე: სასურველია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 919-ით გაიზარდა და 14440-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0