ამირან გამყრელიძე: სასურველია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე
„რადგან აჭარაში გვაქვს სერიოზული გავრცელება, სასურველია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით შვიდ-რვაჯერ მეტი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია აჭარაში პირბადე ვიხმაროთ გარეთაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსი უკვე 7093 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3714 ადამიანი, გარდაიცვალა – 46, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.