18:23 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2237)
72 0 0

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის ათასს აღწევს

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, მზარდია მონაცემები, დღეს Covid-19-ის 958  შემთხვევა გვაქვს, თუმცა ციფრები მთავარი არ არის, მთავარია ვირუსის გავრცელების ბიომექანიზმი და მოსალოდნელი საშიშროება, განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ (ლადო) კახაძემ პანდემიის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და საწოლ-ფონდის მარაგის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

კახაძის განცხადებით, ქვეყანაში პანიკის არც ფუფუნება და არც საფუძველი არ გვაქვს, რადგან დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანას აქვს საკმარისი საწოლ-მარაგები, საკმარისი მომსახურე პერსონალი, სამედიცინო აღჭურვილობა და ა.შ.

თუმცა, როგორც კახაძემ აღნიშნა, დღეს ვირუსი მძვინვარებს და საჭიროა ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

„სეზონური გრიპი გვიახლოვდება. შეიძლება მან დაასუსტოს კორონავირუსი, ან პირიქით, ერთმანეთი გააძლიერონ. ჩვენ მაინც უარესობაზე უნდა ვფიქრობდეთ. შიშს დიდი თვალები აქვსო, და მოდით, ბიუჯეტი შიშის თვალებზე დავგეგმოთ“, - ამბობს კახაძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 17 ათასი საწოლია, საიდანაც 12 ათასის მობილიზებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, კორონავირუსის შემთხვევების სამართავად, მზადყოფნაშია 3 500-ზე მეტი საწოლი, ასევე გადამზადებულია 3 900 ექიმი. კახაძის თქმით, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისათვის, რომ ინფექცია მართოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7827 ადამიანი, გარდაიცვალა – 128.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2237)

მთავარი თემები