კორონავირუსი და პროგნოზები – რა ელოდება საქართველოს

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსი და პროგნოზები – რა ელოდება საქართველოს
კორონავირუსი და პროგნოზები – რა ელოდება საქართველოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის მეორე ტალღა მხოლოდ ახლა იკრებს ძალას, პიკი დეკემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი, ვარდნა მხოლოდ შემდეგ დაიწყება – ასეთია პროფესორ ფხაკაძის პროგნოზი.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება.

აჭარამ „ლიდერობა“ დაიბრუნა – კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>

როგორც მან „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, ეს ვარაუდი ეფუძნება ე.წ. „ისპანკის“ ეპიდემიის განვითარებას, რომელიც მსოფლიოში 1918–1919 წლებში მძვინვარებდა და რომლის ტალღების განვითარებაც, ფხაკაძის განცხადებით, ძალიან ჰგავს COVID-19-ის განვითარებას.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
რა უნდა იცოდნენ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფმა პირებმა – ეპიდემიოლოგების რჩევები

„რომ შეხედოთ დროს, აბსოლუტურად ერთი-ერთში ჯდება. იწყება ოქტომბერში, დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, დეკემბრის ბოლოდან უკვე ჩამოდის ქვემოთ და მესამე, პატარა ტალღა იქნება დაახლოებით აპრილი-მაისში", – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 16 ოქტომბრის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობაა 15 327, გამოჯანმრთელდა 7 613, გარდაიცვალა 124 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0