რა უნდა იცოდნენ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფმა პირებმა – ეპიდემიოლოგების რჩევები

გამოწერა
სპეციალისტები ყველას ურჩევენ ხშირად დაიბანონ ხელები – საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან დაიმუშაონ სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იმ პირებისთვის, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან ჰქონდათ კონტაქტი, რეკომენდაციებს იძლევა.

ცენტრის სპეციალისტები ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნას ურჩევენ. ამ პერიოდში ისინი არ უნდა წავიდნენ სკოლაში, სამსახურში, არ უნდა იმგზავრონ მუნიციპალური ტრანსპორტით, არ მიიღონ სტუმრები. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრებისგან იზოლირება შეუძლებელია, უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია პირბადის ტარება და მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლეთ

ასევე ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტებს მოუწოდებენ, დღეში ორჯერ გაიზომონ ტემპერატურა. ნებისმიერი სიმპტომის (ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება) გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დარეკონ „112“-ში ან მიმართონ ოჯახის ექიმს.

ამასთან, სპეციალისტები ყველას ურჩევენ, ხშირად დაიბანონ ხელები – საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან დაიმუშაონ სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით. ასევე აუცილებელია ზედაპირების ხშირი დეზინფექცია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 15327-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა 124 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0