09:31 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2238)
111 0 0

ბოლო პერიოდში საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, ასევე გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. კერძოდ, ქვეყანაში COVID-19-ით უკვე 124 პაციენტია გარდაცვლილი.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშია“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით 20 დღის წინ კლინიკა „მედცენტრში" ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს, სადაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სხვა თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა.

გურამ ვარშალომიძეს 1991-1993 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2005-2006 წლებში „საქნავთობის“ გენერალური დირექტორი იყო. 2006 წლიდან კი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის ათასს აღწევს. ასევე გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სულ ქვეყანაში COVID-19-ით 124 პაციენტია გარდაცვლილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელდა 7 613 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 900 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2238)

მთავარი თემები