აჭარამ „ლიდერობა“ დაიბრუნა – კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან 342 აჭარას, ხოლო 277 თბილისს უკავშირდება.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. ეპიდემიოლოგებმა რეგიონს „წითელი ზონა“ სექტემბერში უწოდეს – კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ყოველდღიურად სამნიშნა რიცხვს აღწევს. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 227 – თბილისი, 198 – იმერეთი, 22 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 12 – შიდა ქართლი, 11 – გურია, 10 – მცხეთა-მთიანეთი, 7 – კახეთი, 3–3 გურია და სამცხე-ჯავახეთი, 2 – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. რეგიონების მხრივ სტატისტიკა ასეთია: 5 –  თბილისი, 3 – ბათუმი, 2 – იმერეთი, 1 – გორი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 887-ით გაიზარდა და 15327-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა – 124, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1090 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0