11:52 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2190)
86 0 0

გიორგი გახარიას განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებს ეძლევათ რეკომენდაცია, სადაც შესაძლებელია, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი, მიუხედავად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა, 19 ოქტომბრიდან განახლდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

„ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 19 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. უმაღლეს სასწავლებლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, სადაც შესაძლებელია, სწავლის პროცესი დისტანციურად წარიმართოს. მაგრამ იქ, სადაც ეს შეუძლებელია – ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლებაზე მოქალაქეების ძირითადი უფლება არ უნდა შეიზღუდოს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს მიმართულება – უნივერსიტეტები, სკოლები, საბავშვო ბაღები – მაქსიმალურად იყოს დაცული, აღნიშნა გახარიამ.

„ამიტომაც განათლების სამინისტრომ შესაბამისი დავალება მიიღო – უზრუნველყოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვა“, – აღნიშნა პრემიერმა.

გახარიას თქმით, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ პირბადე კიდევ ერთი წლის მანძილზე იქნება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ყველა კერძო ორგანიზაციას – დაიცვან ეს წესები. საქმე ეხება სავაჭრო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს... შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებელია მაქსიმალურად გადავიდეთ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიას უმკლავდება და ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის კუთხით პრობლემა არ არსებობს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2190)

მთავარი თემები