თბილისიდან ათენსა და რომში ჩარტერული რეისები შესრულდება

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოდან იტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა, ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.

თბილისიდან ათენში თვითმფრინავი 23 ოქტომბერს გაფრინდება, რომში კი ავიარეისი 25 ოქტომბერს შესრულდება.

„ვიზის, მოწვევის ან ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის იტალიასა და საბერძნეთში გასამგზავრებლად სავალდებულოა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა და სამოგზაურო დაზღვევის წარდგენა“, – ნათქვამია  თბილისის აეროპორტის განცხადებაში. 

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
დღეიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ავიარეისები განახლდება

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.

საქართველოს მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი. ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 ნოემბრამდე იქნება ძალაში.

თბილისიდან გამონაკლისის სახით ამ დროისთვის ხორციელდება რეგულარული ფრენები მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. თბილისმა ქვეყანაში შემოსვლის უპირობო უფლება მისცა ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. საქართველოში დაბრუნებული თანამემამულეებისთვის კარანტინის გავლა აუცილებელი პირობაა.

ყველა ახალი ამბავი
0