02:23 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2267)
387710

შორენა ბეგაშვილი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. მან მოულოდნელად გადაწყვიტა მაყურებელს მისი პირადი ცხოვრების უცნობი ისტორიები გაუზიაროს.

შორენა ბეგაშვილი თავის გადაცემაში „შორენას ეფექტი” თავის ისტორიას ჰყვება. აღმოჩნდა, რომ როდესაც ბეგაშვილი 13 წლის იყო, ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს, თუმცა მან სახლიდან გაპარვა შეძლო და თავის ოჯახს დაუბრუნდა.

„ის კაცი ჩემზე 11 წლით უფროსი იყო. კახეთის ერთ-ერთ სოფელში წამიყვანეს. იმ ღამეს, როცა დიასახლისმა ჩემი ასაკი გაიგო, ჩემთან დაწვა. ცოლის მოყვანა აღნიშნული იყო, სუფრა კი გაშლილი. გამთენიისას სიცივემ გამაღვიძა, კარი ჩუმად გავაღე და გამოვიპარე. ღობეზე გადავძვერი, სოფელი თვალის დახამხამებაში დავტოვე. სანამ ავტობუსი ჩამოივლიდა, ბენზინგასამართ სადგურზე მაგიდის ქვეშ დამმალეს. მე, 13 წლის ბავშვმა უარი ვთქვი 24 წლის კაცის ცოლობაზე“, – ამბობს შორენა ბეგაშვილი.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილის ბიოგრაფია ფაქტობრივად ყველამ იცის. სექს-სიმბოლომ ეროტიკული ფილმებითა და ფოტომოდელობით მიიქცია ყურადღება და ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია საქართველოს ტელეინდუსტრიაში. როგორც თავად ჰყვება, რთული ცხოვრების მიუხედავად ძალები მოიკრიბა, რუსთავიდან თბილისში ჩამოვიდა და კარიერა აიწყო.

View this post on Instagram

@calypsobeautyepoch 🤪კი,მიყვარს მანიკური😄 @dress_tbilisi 👾

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე კვირაა საკუთარი გადაცემა დაიწყო. ყველა გადაცემაში ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარ ისტორიებს ჰყვება. ასე გაიგო ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ, რატომ დაშორდა ბიზნესმენ მეუღლეს ირაკლი ნანაძეს და ვინ არის მისი ახლანდელი რჩეული, რომელთანაც ის თავს არაჩეულებრივად გრძნობს.

View this post on Instagram

@shorenasmartfood 5დღე მინუს 2კილო🤝

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ისიც კი არ იცოდა, რომ წყვილი დაქორწინებული იყო. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა. მაშინ არავინ იცოდა წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა ამბობდნენ, რომ შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზე იყო შეყვარებული, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფ ფოტომოდელს ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2267)

მთავარი თემები