რა შემთხვევაში ამოქმედდება თბილისში დამატებითი რეგულაციები – ტიკარაძის განმარტება

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 680-ით გაიზარდა და 13521-ს მიაღწია.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატება არ გამოიწვევს კლინიკებში საწოლების დეფიციტს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ქვეყანაში მასშტაბური არა, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 680-ით გაიზარდა, რაც  ქვეყნისთვის ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი შემთხვევა – 297 დედაქალაქში გამოვლინდა.

ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდ–კლინიკებში არსებული საწოლფონდი საკმარისია, თუმცა, საჭიროების შემთხევაში, დამატებით 2 ათასამდე საწოლის მობილიზება მოხდება.

„ჯანდაცვის უწყება კოვიდ–ცენტრებში საწოლების მობილიზების კუთხით აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 3,5 ათასამდე საწოლი. გარდა ამისა, ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებული იქნება 2 ათასამდე საწოლი. დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში 2,2 ათასამდე ინფიცირებულია მოთავსებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თბილისში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა>>>

რაც შეეხება დედაქალაქში ინფიცირების შემთხვევების ზრდას და აქედან გამომდინარე შესაძლო შეზღუდვების დაწესებას, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თბილისში დამატებითი შეზღუდვების დაწესების თაობაზე მსჯელობა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და, საჭიროების შემთხვევაში, დავაწესებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, რა რაოდენობას უნდა მიაღწიოს თბილისში ინფიცირებულთა რიცხვმა, რომ შეზუდვები დაწესდეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგულაციების დაწესების კუთხით ინფიცირებულთა რაოდენობა გადამწყვეტი არ არის.

„ამ შემთხვევაში ინფიცირების რაოდენობის ზრდა არ იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვიხილავთ როგორც საწოლფონდს, ისე მძიმე პაციენტების, კოვიდ–სასტუმროების რაოდენობას და ყოველივე ამის ჯამური შედეგიდან გამომდინარე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13521-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 7159 ადამიანი, გარდაიცვალა – 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0