ფოთში ინფიცირებულთა შორის ორი №3 საჯარო სკოლის მასწავლებელია

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ფოთის მუნიციპალიტეტის კოვიდ–კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ოთხ პირს გამოუვლინდა, მათგან ორი №3 საჯარო სკოლის მასწავლებელია, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
ფოთში საბავშვო ბაღები მუშაობას ორშაბათიდან განაახლებენ

ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძეს თქმით, ინფიცირებული პაციენტები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ოთხივე მათგანი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.

რაც შეეხება №3 საჯარო სკოლას, სასწავლო დაწესებულებაში ინფიცირების პირველი შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა.

„9 ოქტომბერს მე-3 საჯარო სკოლაში კორონავირუსი ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, დღეს კი ინფიცირების კიდევ ორი ფაქტი დადასტურდა. ამ დროისათვის ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ორშაბათიდან, ერთი კვირის მანძილზე სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, კვირის ბოლოსთვის კი ეპიდემიოლოგებისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად გახდება ცნობილი, რა პერიოდით გაგრძელდება დისტანციური სწავლა“, – განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის სკოლის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

ბოლო მონაცემებით, ფოთის მუნიციპალიტეტის კოვიდ-კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0