გაბუნია: აჭარაში ეპიდემიის ძირითადი ტალღა დასრულდა

გამოწერა
აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება, თუმცა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე რეგიონში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო დღეების მონაცემების გათვალისწინებით, აჭარაში აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების ტენდენცია, რაც პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგია, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“. 

მიკროფონი - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 196 აჭარაში, 178 კი თბილისში დაფიქსირდა

აჭარა კორონავირუსის გავრცელების კუთხით „წითელ ზონას“ წარმოადგენს. რეგიონში ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევები სამნიშნა რიცხვით გამოიხატება – ბოლო 24 საათში ქვეყანაში დადასტურებული 478 შემთხვევიდან 196 აჭარას უკავშირდება.

გაბუნიას თქმით, რეგიონში ამ ეტაპზე აქტიური პროფილაქტიკური ღონისძიებები გრძელდება. კერძოდ, აჭარაში სპეციალისტების დამატებითი მობილიზება იგეგმება. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომელიც რეგიონებში კოვიდ–კლინიკებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს.

„აჭარაში აშკარად იკვეთება ეპიდემიის სტაბილიზაციის ტენდენცია, რაც პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგია. ვირუსის ძირითადი ტალღა გადატანილია, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ახლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა საწყის ნიშნულს დაუბრუნდება და დაღმასვლა დაიწყება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა ძირითადი მიმღები კლინიკაა, უკვე შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული სპეციალისტები, რომლებიც ჩაერთვნენ კლინიკური შემთხვევების მართვის პროცესში. 

ტესტირება აჭარაში - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: აჭარაში შემზღუდავი ღონისძიებები ჯერ არ იხსნება

მართალია, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება, მაგრამ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე რეგიონში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, კაფე–რესტორნები ღამის საათებში არ მუშაობენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 93 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0