ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 196 აჭარაში, 178 კი თბილისში დაფიქსირდა
„გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი შემთხვევა... შესაბამისად, ამჟამად ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 12 272 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია – დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევაა აჭარაში – 196 შემთხვევა, თბილისში – 178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა-მთიანეთში – ოთხი“, – განაცხადა ენდელაძემ.
მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 734 პაცენტიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.