00:43 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2217)
142 0 0

თიკა მახალდიანის დედა ვაჟა-ფშაველას გამზირზე აღდგომის დღეს პოლიციელის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დედის მკვლელობის საქმეს სასამართლო საეჭვოდ აჭიანურებს.

მახალდიანს არ უნდა დაიჯეროს, რომ შესაძლოა მკვლელი სათანადოდ არ დაისაჯოს.

თიკა მახალდიანის დედა 19 აპრილს, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. სხვა კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლს, რო­მელ­მაც 19 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბრმა ტყვი­ით მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქალი იმ­სხვერ­პლა, მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას წარდგენილი აქვს მკვლელობის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2217)

მთავარი თემები