15:21 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (298)
79 0 0

ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე ფასებს უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაადგინოს სამკურნალო პრეპარატების თვითღირებულების დასაშვები გაძვირების ზღვარი

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საარჩევნო ბლოკ „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ ლიდერი მედიკამენტების ფასებზე კონტროლის დაწესებას მოითხოვს.

როგორც ბაღათურიამ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში წამლების ფასები არაადექვატურად მაღალია, ხოლო კერძო კომპანიები მოსახლეობის ხარჯზე უკანონოდ მდიდრდებიან.

„ჩვენ განვახორციელეთ საკონტროლო შესყიდვები თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში. მიზანმიმართულად შევისყიდეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ანუ საქართველოშიც რუსეთსა და თურქეთშიც ვიყიდეთ ერთი და იგივე დასახელების ადგილობრივი წარმოების წნევის მარეგულირებელი საშუალება „კაპტოპრილი“. ჩვენმა საკონტროლო შესყიდვებმა აჩვენა, რომ საქართველოსი 50-მილიგრამიანი „კაპტოპრილი“ ღირს 637 პროცენტით უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და რუსეთში. ხოლო 25-იანი „კაპტოპრილი“, ქართული წარმოების, ღირს 1257 პროცენტით უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და რუსეთში. ეს არის სპეკულაცია, სისხლის სამართლის დანაშაული“, – აცხადებს ბაღათურია.

ბაღათურიას ინიციატივით, „მთავრობას უნდა მიენიჭოს უფლება, ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე დააწესოს რეგულაციები, დააწესოს ბიჯი, რამდენით შეიძლება თვითღირებულების შემდეგ გაძვირდეს წამალი საბითუმო ვაჭრობაში, შემდგომში რამდენით შეიძლება გაძვირდეს წამალი დისტრიბუციის დროს, ანუ საცალო ვაჭრობაში“.

მისი თქმით, შარშან „ქართულმა დასმა“ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შეიტანა, თუმცა ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამიტომაც საარჩევნო ბლოკი „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ კვლავ გეგმავს საკუთარი ინიციატივის წარდგენას პარლამენტში.

პარტია „ქართული დასი“ 2007 წელს შეიქმნა. გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით მისი ლიდერი ჯონდი ბაღათურია 2008 წლის მოწვევის პარლამენტში მოხვდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ხმების 0,12% მოიპოვა და პარლამენტს მიღმა დარჩა.

მეათე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად, „ქართულმა დასმა“ ხმების იმდენი პროცენტი უნდა მოიპოვოს, რამდენი პარტიაც ბლოკში შედის. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ია.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (298)

მთავარი თემები