მმართველი პარტია აკეთებს მაქსიმუმს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის - „ევროპული საქართველო“

© Sputnik / Alex Shlamovსერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიების წინასაარჩევნო დაპირისპირებაში გააქტიურდა ფეიკ-გვერდები, რომლებიც ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. „ქართული ოცნება“ ხარჯავდა და ხარჯავს „შავ ფულს“ ოპონენტების დისკრედიტაციაზე და ამის ერთ-ერთის სამიზნეა „ევროპული საქართველო“, ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ.

ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა

ასე გამოეხმაურა ის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მოხსენებას, რომელიც ფეიკ-გვერდების მეშვეობით რამდენიმე პარტიის აქტიურ დისკრედიტაციას ეხება. საუბარია სამ გვერდზე - „არქივი“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება ცდილობს წარმოადგინოს ყველა ოპოზიციური ძალა, როგორც მიხეილ სააკაშვილზე დაქვემდებარებაში მყოფი.

„მოხსენებაში მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური ძალები და პირველ რიგში „ქართულ ოცნება“, ე.წ. ყალბ გვერდებს იმისთვის, რომ მოახდინონ თავიანთი ოპონენტების დისკრედიტაცია. „ევროპული საქართველო“ ეხმიანება ამ მოხსენებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი რაც დარჩა „ქართულ ოცნებას“, რომ მოახდინოს ყველა პოლიტიკური ძალის გაიგივება და წარმოჩენა, რომ თითქოს ისინი არიან ერთად, ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში და როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ ეს არის მათი გადარჩენის გზა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბერს არჩევნებს წააგებს მილიონობით დოლარის მიუხედავად, რომლებიც ოპონენტების დისკრედიტაციაზეა დახარჯული.

ყველა ახალი ამბავი
0