კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი – პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა

© photo : National Center for Disease Control and Preventionლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილს კორონავირუსი 1 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გარდაიცვალა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცი, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი იყო, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა – ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.

სტაციონარი - Sputnik საქართველო
დაავადებები, რაც დღეს გარდაცვლილ პაციენტებს აღენიშნებოდათ

გარდაცვლილს კორონავირუსი 1 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გარდაცვლილი რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს", – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 63 შეადგინა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და და 9753-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0