საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფო, სასწრაფო დახმარების მანქანა
საავადმყოფო, სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და 9753-ს მიაღწია.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge

პაციენტების კონკრეტული დაავადებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და და 9753-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1230 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0