05:02 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2145)
88 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო 2-3 კვირაში, დიდი ალბათობით, მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს”, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას.

„ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ 2-3 კვირაში, საქართველო იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“. არ არის დამტკიცებული, რომ ეს მედიკამენტი ნამდვილად კურნავს Covid-19-ს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედისმომცემად“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი, გარდაიცვალა – 58 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2145)

მთავარი თემები