ცერცვაძე: საქართველო მალე მიიღებს ყველაზე მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო 2-3 კვირაში, დიდი ალბათობით, მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს”, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

შეზღუდვები კორონავირუსის გამო - Sputnik საქართველო
„კორონა დრაკულა ხომ არაა?!“ – რას აპროტესტებენ ბათუმში

ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას.

„ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ 2-3 კვირაში, საქართველო იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“. არ არის დამტკიცებული, რომ ეს მედიკამენტი ნამდვილად კურნავს Covid-19-ს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედისმომცემად“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი, გარდაიცვალა – 58 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0