ციხემდე – კარანტინში: პატიმრებისთვის სამოქალაქო სექტორში ადგილები გამოიყო

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს იღებს, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსმა არ შეაღწიოს

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ცოტა ხნის წინ დაპატიმრებულებისთვის კვლავ გაიხსნა საკარანტინო ნაგებობა, ნათქვამია სპეიცალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ამ ზომების მიღება ქვეყანაში ეპიდვითარების გამწვავებამ მოიწვია.

რუსთავის ციხის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ნაგებობებში განთავსებული არიან დაკავებულები საქართველოს იმ რაიონებიდან, სადაც ეპიდემიური ვითარება განსაკუთრებით მწვავეა. ბრალდებულები, რომლებსაც საეჭვო სიმტპმები ან ეპიდემიური ანამნეზი აქვთ, ასევე განთავსდებიან კარანტინის ზონაში.

საპყრობილე - Sputnik საქართველო
ბათუმის ციხე  კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზარმულ რეჟიმზე გადადის

„პატიმრები საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნებიან გადაყვანილები ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში (N8 - გლდანის, N2 - ქუთაისი, N5 - ქალთა), სადაც ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება ხდება. დაწესებულებაშიც ასეთი პატიმრების განთავსება ხდება ასევე საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში და მხოლოდ საკარანტინო ვადის გასვლის და ვირუსზე ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის შემდეგ ხდება მათი შერევა დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეპიდვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით ამა წლის გაზაფხულზე N8 დაწესებულებაში შექმნილ საკარანტინო სივრცეში ადგილების დეფიციტი შეიქმნა, ამიტომ 4 ოქტომბერს დაკავებულების ნაწილი სამოქალაქო სექტროის კლინიკებში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0